ახალი ამბები
ჭიათურის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება (ფოტო)
FaceBook
ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სკოლის ძირითადი კორპუსის სრულად აღდგენას ითვალისწინებს.

მოეწყობა თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ექიმის ოთახი, სველი წერტილები. შეიცვლება იატაკი და გარემონტდება კედლები.

სრულად მოხდება გარე ფასადის აღდგენაც.

ასევე, დაგეგმილია სკოლის ეზოს მოწყობა, შემოღობვა და სტადიონის რეაბილიტაცია.

სკოლაში დაგეგმილია ოთხი ახალი ლაბორატორიის გახსნა, რომელთაგან ორი მულტიფუნქციური, ორიც კომპიუტერული იქნება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ,,ენ ენ ჯგუფი" აწარმოებს.  პროექტის საერთო ღირებულება 1 500 000 ლარია.









Print