ახალი ამბები
ქუთაისელი მაღალჩინოსნების ქეიფი ბოტანიკურ ბაღში
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირები ბოტანიკურ ბაღში ქეიფობენ.

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე და კიდევ სხვა რამდენიმე უცნობი პიროვნება ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა, ამირან ხვადაგიანმა პირადად მიიღო.
სტუმრების მისაღებად სუფრა ბოტანიკური ბაღის ახლადაშენებულ იმერულ ოდაშია მოწყობილი.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი ააიპ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Print