ახალი ამბები
როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში  7 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 14-19 გრადუსადე მოიმატებს. დაბლობ რაიონებში ყინვა მოსალოდნელი არ არის. 

4 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 7 თებერვლის ღამის საათებამდე ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, დროგამოშვებით, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა 9 თებერვლიდან დაიკლებს. 
Print