ახალი ამბები
პროექტები ქუთაისში, რომლებიც რგფ–ს დაფინანსებით განხორციელდება
FaceBook
რეგიონალური განვითარების ფორდმა ქუთაისს  ინფრატსრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 მილიონი ლარი გადაურიცხა.
2019 წლის პირველი საბიუჯეტო ცვლილება  ქალაქის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ცნობილია იმ პროქტების ჩამონათვალიც, რომლებიც აღნიშნული თანხით დაფინანსდება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, რგფ–დან მიღებული თანხა სულ ექვს პროექტს მოხმარდება.

3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება რუსთაველის ქუჩაზე გზის, ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისთვის; ნიკეასა და შანიძის ქუჩებზე,  ასევე,  ტროტუარები და სანიაღვრეები მოეწყობა; გრანიტის საფარი დაიგება ლორთქიფანიძის ქუჩაზე; სანიაღვრე და ტროტუარი,  ასევე,  მოწესრიგდება გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე. რგფ–დან მიღებული თანხით ბეტონის საფარი დაიგება გუგუნავს ქუჩაზე რკინიგზის გასწვრივ.

ექვსივე პროექტი უკვე ტენდერზეა გატანილი.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რგფ–დან მიღებული თანხა ქალაქში პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. 
Print