ახალი ამბები
ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა
FaceBook
ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შემთხვევა 1 თებერვლას, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში , ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გ.ფ-მ 1994 წელს დაბადებულ ძმას დ.ფ.-ს  გადაჭრილი თოფიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეძოში ესრილა. 


პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი  გ.ფ. მომხდარიდან მალევე, სოფელ მარტოთუბანში,  ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით  დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Print