ახალი ამბები
ნულოვანი სართული გამოჩნდა – რა ხდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის  ტექნოლოგიური უნივერიტეტის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.
უკვე ამოყვანილია 7 სართულიანი კორპუსის ნულოვანი სართული. სამშენებლო სამუშაოებს ფონდი "ქართუ" ახორციელებს. თუ რა ხდება ადგილზე ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეო:



ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი. თუმცა, ვადამ 2020 წლამდე გადაიწია. სამაგიეროდ, სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს. ის 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

ავტორი: ხვიჩა ვაშაყმაძე

Print