ახალი ამბები
„ქუთაისმა რგფ–სგან, მოთხოვნილზე ნაკლები თანხა, დაუსრულებელი პროექტების გამო მიიღო“
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისმა 11 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 6 მილიონი მიიღო.
მისი თქმით,  ეს ქალაქში მიმდინარე დაუსრულებელ ინფრასტრუქტულ პროექტებს უკავშირდება.

"მიმაჩნია, რომ ეს არის მცირე თანხა. გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო. მე ეჭვი გამოვთქვი და კითხვა დავსვი, ხომ არ უკავშირდება ეს ჩავარდნილ პროექტებს, რომლებიც მერიამ ვერ გააკეთა ხარისხიანად, ნაწილი კი ვერ დაასრულა და იძულებული გახდა კონტრაქტორებისთვის ხელშეკრულებებიც გაეწყვიტა. ის ექვსი მილიონი, რაც ახლა დაემატა ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნამდვილად არ არის საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ამ ბიუჯეტით ქუთაისი წელსაც გადათხრილი ქუჩების ქალაქი იქნება", –ამბობს გიგა შუშანია.

ქალაქის მერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ექვსი მილიონი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რასაც ქუთაისის მერია რგფ–დან ელოდება. მისი თქმით, მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ჯამში 11 მილიონი ლარი აქვს მოთხოვნილი და დარჩენილ თანხას ადგილობივი თვითმმართველობა მარტში მიიღებს.

Print