ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საზოგადოებრივი ტუალეტები დაიკანონა
FaceBook
ქუთაისის მერიას ეკონომიკის სამინისტროსგან ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ტუალეტები გადაეცა.
ქუთაისში 4 საზოგადოებრივი საპირფარეშოები 2012 წელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ააშენა და ისინი დღემდე არ ფუნქციონირებენ.
2012 წლიდან ამ დრომდე საპირფარეშოები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და თვითმმართველობის ბალანსზე მათი გადმოცემის პროცედურები მიმდინარეობდა.
ქუთაისის მერის ინფორმაციით, საპირფარეშოების გადმოცემა რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
"2 კვირის განმავლობაში მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება მათი მოწესრიგება," - განამარტა შოთა მურღულიამ.
მისივე ცნობით, მერია საზოგადოებრივ ტუალეტებს შემდგომში აუქციონზე გაიტანს.
დეა მანაგაძე

Print