ახალი ამბები
ლითოფონის ქარხნის ტერიტორიაზე გარემოს ზედამხედველობის რეგიონალური ცენტრი აშენდება
FaceBook
ქუთაისში, ლითოფონის ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ცენტრი განთავსდება.
4362 კვ. მეტრს მიწის ნაკვეთი ქუთაისის მერიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. გადაწყვეტილება საკრებულოს 30 იანვრის სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქალაქს ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიეღო და ტერიტორია მას შემდეგ უნდა გადაეცა, რაც ქალაქის სხვა ინტერესები იქნებოდა დაკმაყოფილებული.

კერძოდ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარემ,  გიგა შუშანიამ დღეს ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეები გაიხსენა, რომლის რეაბილიტაციის პროექტი ამ დრომდე ვერ ხორციელდება, რადგან კიბეეების მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ქუთაისის მერია ეკონომიკის სამინისტროსგან ითხოვდა, სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ამ დრომდე არ გადმოუცია.

"ერთ წელზე მეტია ბალახვნის კიბეეების პროექტი ვერ ხორციელდება, რადგან სახელმწიფო არ გვაძლევს ტერიტორიას. ამიტომ მე ვთვლი, რომ მერიამ უნდა გამოეყენებია  ასეთი შესაძლებლობა და იმ პირობით უნდა გადაეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომ სანაცვლოდ  სახელმწიფო გადმოგვცემდა ტერიტორიას ბალახვნის კიბეებთან", - განაცხადა გიგა შუშანიამ.




Print