ახალი ამბები
მწერალთა სახლის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასაკლაო აღმოაჩინეს
FaceBook
ქუთაისში, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა კავშირის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხოველთა სასაკლაო აღმოაჩინეს.
თავდაპირველად, ადგილზე, სადაც კომპანია "მ2" მწერალთა სახლის ყოფილი შენობის დემონტაჟს ახორციელებს, ძვლები ნახეს. რის გამოც, სამუშაოების შესრულებელმა კომპანიამ ნაკვეთის ექსპერტიზა მოითხოვა. 

"ჩავატარეთ ექსპერტიზა. სამწუხაროდ არქეოლოგიური ძეგლი არ არის. მეცხრამეტე საუკუნეში იმ უბანში და ცოტა ქვეოთ, სასაკლაო იყო, შესაბამისად, ის ძვლები ცხოველებისაა", – ამბობს დავით ნაზარიშვილის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი როლანდ ისაკაძე. 

მწერალთა სახლის ყოფილი შენობა, რომელიც ქუთაისის მერიამ გასულ წელს გასაყიდად აუქციონზე გაიტანა, კომპანია "მ2"–მა შეიძინა.  აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია "რამადას" ქსელის, 120 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, რომელიც 2250 კვ.მ ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. დარჩენილ ნაწილში კი, რაც 350 კვ.მ–ს შეადგენს,  მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის ახალი შენობა უნდა ააგოს  და კვლავ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დააბრუნოს.

მშენებლობა 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.


Print