ახალი ამბები
ქუთაისის მერის და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ
FaceBook

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის მოადგილეებმა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ.

საუბარია, მერის ორ მოადგილზე იუზა უგულავა, გიორგი იობაშვილი და იმერეთის გუბერნატორის ერთ–ერთ მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილზე.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. თუმცა, თანამდებობებიდან მათი წასვლა

ოფიციალურად არ დასტურდება. სატელეფონო ზარებს არც ერთი მათგანი არ პასუხობს.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასული წლის დეკებერში დაიწყო, რომელიც თებერვალში უნდა დასრულდეს.

Print