ახალი ამბები
ინფრასტრუქტურული სამუშაობის შესრულებაზე ქუთაისის მერმა შენიშვნა მიიღო
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ ინფრასტრუქტურული სამუშაობის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებენ.
ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა. კახა დვალიშვილის განმარტებით, მას აღმსარულებელ ხელისუფლებასთან რამდენიმე შენიშვნა აქვს.
"საყურადღებოა თუ რატომ ვერ ასრულებენ და აგვიანებენ ტენდერში გამარჯვებული ფირმები სამუშაოების დაწყებას და ასევე, დასრულებას. არ მინდა ვახსენო კონკრეტული სამუშოები და ვინმე უხერხულში ჩავაყენო. თუმცა, საზოგადოება ვალდებულია სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ," - განაცხადა კახა დვალიშვილმა.
უმრავლესობის წევრის ამ შენიშვნას ქუთაისის მერმა უპასუხა. ქალაქის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოს წევრის შენიშვნა არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ შენიშვნა საქმეში ჩაუხედავობითაა გამოწვეული.
ქუთაისის მერმა დეპუტატებს ურჩია საკრებულოს სხდომაზე უფრო მეტად კომპეტენტურად და მოწესრიგებულად გამოცხადდნენ.
"კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არსებობს ასეთი ვებგვერდი სპა.ჯი, სადაც ელექტრონული აუქციონის შესახებ ყველა ინფორმაცია დევს და მითითებულია ტენდერის გამოცხადების, დასრულების და ხელშეკრულებით გათვალიწისნებული ვადების შესახებ. ისიც უნდა იცოდეთ, რომ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია არაა," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
საკრებულოს წევრის მისამართით მუღულიას მხრიდან გაკეთებულ ახსნა-განმარტებას და შენიშვნაზე შენიშვნითვე პასუხს, სხდომაზე დაპირისპირება მოყვა.
ქალაქის მერს დეპუტატებთან საუბრისას ტონის შერჩევისკენ მოუწოდეს.
თეკლე მორგოშია

Print