ახალი ამბები
"ეს არის ჯოჯოხეთი" – გოგი წულაია შუქნიშნის დადგმას ითხოვს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველო"  ქუთაისში,  მოსაწვლე–ახალგაზრდობის სასახლის წინ  მოძრაობის დარეგულირებას ითხოვს.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, ქუჩაზე ხშირად იქმნება საავარიო ვითარება, რასაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქცოს.

"ეს არის ჯოჯოხეთი. უამრავი საავარიო სიტუაცია იქმნება იმის გამო, რომ არ არის შუქნიშანი ან სხა რამე მარეგულირებელი. ქუთაისის მერიამ იმის ნაცვლად, რომ თეთრი ხიდისთვის ფული გაეფლანგა,  კეთილი ინებოს და იზრუნოს ადამიანების უსაფრთხოებაზე და საპატრული პოლიციასთან  შეთანხმებით მოაწყონ შუქნიშნები", – განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლესთან საგანგაშო მდგომარეობაა და სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. 





Print