ახალი ამბები
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე პაატა ახალაძე ასრულებს.
საკრებულოს თავმჯდომარე გრიგლ ივანეიშვილი ქრთამის აღების ბრალდებით საკრებულოს სხდომაზე 25 იანვარს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.


ამავე თემაზე

ბინები, სასტუმროს ნომერი, მიწის ნაკვეთები – რა ქონებას ფლობს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

რატომ დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე – სუსის განცხადება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

შენობა, რომლის აუქციონზე გაყიდვას წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტორს დაჰპირდა (ვიდეო)


წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამი ირანელი მოქალაქისგან აიღო"

Print