ახალი ამბები
"წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ ქრთამი ირანელი მოქალაქისგან აიღო"
FaceBook

გამოძიების ინფორმაციით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა ქრთამი ირანელი მოქალაქისგან აიღო.


უცხოელმა ბიზნესმენმა კომპანია საქართველოში გასული წლის დეკემბერში დააფუძნა. 

ასევე პროკურატურის განცხადებით, ქრთამის აღებაში წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დაეხმარა.

ორივე ბრალდებულს თბილისის  საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავეს. თეიმურაზ ჩოჩუა სუსმა 26 იანვარს დააკავა.


ამავე თემაზე

ბინები, სასტუმროს ნომერი, მიწის ნაკვეთები – რა ქონებას ფლობს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

რატომ დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე – სუსის განცხადება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

შენობა, რომლის აუქციონზე გაყიდვას წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტორს დაჰპირდა (ვიდეო)


წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

 

Print