ახალი ამბები
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს,  გრიგოლ ივანეიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 400 000 ლარიანი გირაოს შესახებ. ბრალდებულის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მოსამართლის დასაბუთება  ივანეიშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ, უსაფუძვლოა.
მისი თქმით,ბრალდებული ბრალს არ აღიარებს . 

"ფორმალობაა ის, რომ თითქოს ბრალდებული ზეწოლას მოახდენს გამოძიებაზე. როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს გამოძიებას, როგორც წესი,  ყველა მტკიცებულება შეგროვებულია და შესაბამისად გაუგებარია, რაზე უნდა მოახდინოს ზეწოლა ბრალდებულმა. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ", - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი. 

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი  ქრთამის აღების ბრალდებით 25 იანვარს საკრებულოს სხდომაზე დააკავეს.

მასთან ერთად ანტიკორუფციული სააგენტოს 
თანამშრომლებმა ვაკის გამგებლის მოადგილეც აიყვანეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ივანეიშვილს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა.

ამავე თემაზე

ბინები, სასტუმროს ნომერი, მიწის ნაკვეთები – რა ქონებას ფლობს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

რატომ დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე – სუსის განცხადება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

შენობა, რომლის აუქციონზე გაყიდვას წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტორს დაჰპირდა (ვიდეო)


წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

Print