ახალი ამბები
2020 წლიდან გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება
FaceBook
2020 წლიდან მე–11 და მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს აღარ ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გიორგაძის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თუმცა, აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისათვის.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, სოფო გიორგაძის თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

ასევე, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

Print
თეგები: #გამოცდები