ახალი ამბები
"ობიექტი 19 იანვარს შეამოწმეს" – "სოკარ ჯორჯია გაზი'' წყალტუბოში აფეთქებაზე
FaceBook
"სოკარ ჯორჯია გაზის'' წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ ბალანჩივაძის  განმარტებით, კვების ობიექტი, სადაც ბუნებრივი აირი აფეთქდა, 19 იანვარს შეამოწმეს.
"მეპატრონეს მიეცა მითითება ტექნიკურ ნორმებთან დაკავშირებით, ამ მითითებაზე ოქმიც არის შედგენილი", - ამბობს ბაკურ ბალანჩივაძე. 

წყალტუბოს მერიის განცხადებით, ობიექტზე წყლის გამათბობელი თვითნებურად იყო დამონტაჟებული.

"ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტზე აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა, რაც თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამოთბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები", - განმარტავენ მერიაში.

წყალტუბოში, ერთ–ერთ კვების ობიექტში ბუნებრივი აირი 26 იანვარს, დილით აფეთქდა, რომლის შედეგად  ორი ადამიანია დაშავებული.
მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ამავე თემაზე:

წყალტუბოში, კვების ობიექტში ბუნებრივი აირი აფეთქდა

"გაზის აფეთქება თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია" – წყალტუბოს მერია

წყალტუბოში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა


Print