ახალი ამბები
წყალტუბოში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
FaceBook
წყალტუბოში, ერთ–ერთ კვების ობიექტში გაზის აფეთქების შედეგად  დაშავებულები ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.

ექიმის ინფორმაციით, შემოყვანისას აღენიშნებოდათ თავის, სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა, დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები. ქირურგის გიორგი აბესაძის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

წყალტუბოში, ერთ–ერთ კვების ობიექტში ბუნებრივი აირი 26 იანვარს, დილით აფეთქდა, რომლის შედეგად  ორი ადამიანია დასაქმებული.

,სოკარ ჯორჯია გაზის'' წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ ბალანჩივაძის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტზე გამოძახება დღეს დილის  08:30 საათზე მოხდა. მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს იქნა შემოწმებული, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის მეპატრონეს, მიეცა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.

წყალტუბოში, ერთ–ერთ კვების ობიექტში ბუნებრივი აირი 26 იანვარს, დილით აფეთქდა, რომლის შედეგად  ორი ადამიანია დაშავებული.


ამავე თემაზე:

წყალტუბოში, კვების ობიექტში ბუნებრივი აირი აფეთქდა

"გაზის აფეთქება თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია" – წყალტუბოს მერია




Print