ახალი ამბები
"ხიდი ბავშვებმა დააზიანეს" – მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოძიების შედეგებზე
FaceBook
გამოძიების წინასწარი შედეგებით თეთრი ხიდზე მინა  სკეიტებით არის დააზიანებული.
ამის შესახებ ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს. მისივე თქმით, პოლიციამ დაადგინა ვინ არიან ეს ბავშვები, თუმცა რა ღონისძიებები იქნება გატარებული, ამაზე კომენტარს მოგვიანებით შსს გააკეთებს. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ხიდი არის უსაფრთხო",  – აცხადებს ზვიად ჯავახია.

ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები გასული წლის 29 დეკემბერს გაუჩნდა. თუმცა, მანამდეც ხიდზე სხვადსხვა დაზიანებებიც იყო დაფიქსირებული.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

მერიასა და კომპნიას შორის ხელშეკრულება  გასული წლის 24 მაისს  435 997 ლარზე გაფორმდა.  მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას 290 000 ლარამდე დაერიცხა. აქედან, 180 000 ლარი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო უკან უნდა  დააბრუნოს.

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხუთვიანი ლოდინის შემდეგ ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა.

ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ერთ-ერთ მინის ფილას ბზარები მალევე გაუჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
Print