ახალი ამბები
შენიშვნა ქუთაისის მერს - ისე მოგვექეცით, როგორც უმრავლესობის მერს ეკადრება
FaceBook

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნატო ქათამაძემ ქალაქის მერს შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალი დასდო.
"თქვენ არ ხარ მასწავლებელი და არც ჩვენ ვართ მოსწავლეები. კეთილი ინებეთ და მაგ ტონით ნუ გველაპარაკებით, თუ სამსახურის უფროსები არ არიან კომპეტენტურები, მაშინ შეცვალეთ. არაერთხელ მოვისმინე თქვენგან - არ იცით, ჩახედული არ ხართ. ისევ უნივერსიტეტის მასწავლებელი გგონიათ თავი და ისე გველაპარაკებით. მოგწონთ თუ არა უნდა მიიღოთ ეს ინფორმაცია. არაერთხელ გააკეთეთ ეს. გირჩევთ პატივი დაგვდეთ და ისე მოგვექეცით, როგორც უმრავლესობის მერს ეკადრება," – მიმართა ნატო ქათამაძემ ქუთაისი მერს.
შოთა მურღულიამ უმრავლესობის წევრს მეტი კომპეტენტურობისკენ მოუწოდა.
"თუ მიგაჩნიათ, რომ ლექტორობის პერიოდში ვინმემ სტუდენტს ან მოსწავლეს შეურცხყოფა უნდა მივაყენო, ძალიან ცდებით. ხშირად არაკომპეტენტური თემებით გამოირჩევით და ტელევიზიების წინაშე სპეკულირებთ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
დეა მანაგაძე
Print