ახალი ამბები
წყალტუბოში, კვების ობიექტში ბუნებრივი აირი აფეთქდა
FaceBook
წყალტუბოში, ერთ-ერთ კვების ობიექტში ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევა დილით მოხდა. კვების ობიექტში გაჟონა, რამაც  აფეთქება გამოიწვია. 

აფეთქების შედეგად, ორი ადამიანია დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.  

"კიდევ კარგი, გამოუსწრიათ ბიჭებს, მაგრამ მსუბუქი დამწვრობა აქვთ მიღებული", - ამბობენ ადგილობრივები.

Print