ახალი ამბები
ხონის საკრებულოში კომპიუტერი მოიპარეს
FaceBook
ხონის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის კუთნილი სამუშაო ლეპტოპი მოიპარეს.
შემთხვევა დაახლოებით ხუთი დღის წინ მოხდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ორშაბათს, 21 იანვარს სამსახურში მისულ საკრებულოს თანამშრომელს ტექნიკა არ დახვდა.

"საკრებულოს იურიდიულ განყოფილებას ერთი ლეპტოპი ქონდა და ისიც მოიპარეს. დილით, თანამშომელს კაბინეტის კარი, სადაც კომპიუტერი იდო, დაზიანებული დახვდა. წარმოდგენა არ გვაქვს ვინ შეიძლებოდა შესულიყო", – განმარტავს ვალერი ბახტაძე.

ხონის საკრებულო სამსართულიან შენობაშია განთავსებული, სადაც საკრებულოს გარდა, გამგეობა და სხვადასხვა ააიპებიც ფუნქციონირებს.

შსს–მ ფაქტზე გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.


Print