ახალი ამბები
ქუთაისში კლინიკა "მედიქალ სითის" წითელას დიაგნოზით 94–მა პაციენტმა მიმართა
FaceBook
ქუთაისში კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ განყოფილებას იანვრის თვეში წითელას დიაგნოზით 94-მა პაციენტმა მიმართა.
ამ დრომდე საავადმყოფოში წითელას დიაგნოზით დაავადებული 20 ადამიანი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით მომართვიანობა სამჯერ არის გაზრდილი.

ნუგზარ მაღლაკელიძე ვარაუდობს,რომ მომდევნო კვირაში მიმართვიანობის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს. რაც შეეხება სეზონურ გრიპს და H1N1 შემთხვევებს, ექიმი ამბობს, რომ მიმართვიანობა
ამ ეტაპზე ფაქტიბრივად შეწყვეტილია.

საქართველო კვლავ წითელას ეპიდემიის წინაშე დგას, სტატისტიკა მზარდია. ამ დროისთვის 580 შემთხვევაა რეგისტრირებულია, მათი უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში. ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 000 მოქალაქემ ჩაიტარა.


Print