ახალი ამბები
ხაჭაპურს არამატერიაალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა (ვიდეო)
FaceBook
"ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილი არის ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტექნოლოგიები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომელიც თავის მხრივ კულტურულ იდენტობას ქმნის და ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპს "გუნდა" და კერძო პირები ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი.

"ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში",- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

მანამდე ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, მისი შემდგომი პოპულარიზაციის და უარყოფითი ზეგავლენის შეჩერების მიზნით მიენიჭა.

როგორ მზადდება იმერული ხაჭაპური, ნახეთ ჩვენი ვიდეო:




ამავე თემაზე:

უარყოფითი ზეგავლენისგან დასაცავად მინიჭებული სტატუსი ქართულ სუფრას
Print