ახალი ამბები
ქუთაისში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა
FaceBook
ქუთაისში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა 20 იანვარს, გამთენიისას ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.
ბავშვების დედა ამბობს, რომ ოთახში სადაც ბავშვებს ეძინათ, წყლის გამათბობელია დამონტაჟებული და ბავშვები დაგროვილმა აირმა

CO-მ მოწამლა.

9 და 17 წლის მოზარდები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში გადაიყვნა, თუმცა ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მოზარდი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს.

დაზარალებულები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სახლში მოინახულა.

"სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი იმ დღესვე დაათვალიერეს და წყლის გამათბობელი მოწყობილობა დალუქეს.
Print