ახალი ამბები
„ნადგურდება მცენარეთა სამყარო“ – გურიის მკვიდრი ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
FaceBook
ჩოხატაურის სოფელ კოხნარის მკვიდრი, ბენო თოდუა ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
მისი თქმით, მის სოფელში საგრძნობლად მოიმატა ტენიანობამ, მცენარეებს გაუჩნდა სხვადასხვა დაავადება, ნადგურდება მოსავალი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, როგორც მცენარეთა მასობრივი განადგურება.

ბენო თოდუა რეაგირების მიზნით საქართველოს პროკურატურას მიმართავს.

"მცენარეებს უყვითლდება ტოტები, ნაყოფი დამწიფებამდე ლპება, მოსავალს ვეღარ ვიღებთ. თხილს გაუჩნდა უხილავი სოკო, რაც უვარგისს ხდის მას საკვებად და იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, თუმცა, ადგილობრივი საკონდიტორები მაინც იყენებენ წარმოებაში, რაც კატასტროფაა. მცენარეებს გაუჩნდა ჭრაქი, ობი, ნაცარი, სოკოვანი და ბაქტერიოლოგიური დაავადებები. ნადგურდება მცენარეთა სამყარო, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 409–ე მუხლის მიხედვით დანაშაულია. მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საკითხით", – ამბობს ბენო თოდუა.

პროკურატურასთან ერთად, ბენო თოდუა რეაგირების და პრევენციისთვის ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებსა და იმერეთის გუბერნატორს მიმართავს. მისი თქმით, გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საკითხს ყურადღება არ მიაქცია.


Print