ახალი ამბები
ქუთაისის მერს, "წლის საუკეთესო თეატრალური მერის" წოდება მიენიჭა
FaceBook
ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას "წლის საუკეთესო თეატრალური მერის" წოდება მიენიჭა.

აღნიშნული პრიზი მერს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გადასცა.

როგორც თეატრალური საზოგადოების ვებ-გვერდზეა განმარტებული ეს ნომინაცია ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმესა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად ეძლევათ სხვადასხვა პირებს.

"ქუთაისის მერმა სხვა ქალაქების მერებზე მეტად გამოიჩინა დიდი ყურადღება და ერთგვარი მეცენატობა განახორციელა ქალაქის თეატრების მიმართ, 117 ათასით დაეხმარა მესხიშვილის თეატრს, დაეხმარა ოპერას და თოჯინების თეატრს. იგი უგულისყუროდ არ ტოვებს თეატრალების თხოვნებს. ეს დიდი საქმეა და დიდი მაგალითი სხვა მერებისთვსაიც, რომ მათაც მიაქციონ ყურადღება თეატრლურ ხელოვნებას. გიორგი ჭიღვარია ნამდვალდ იმსახურებდა ამ პრიზს", - ამბობს ქუთაისის მერსხიშვიილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

ამ ნომინაციაში სიგელები გადასცეს ბოლნისის, ოზურგეთისა და თელავის მერებსაც.

პრიზი მერებს თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე გადაეცათ ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე.

Print