ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააჯარიმა.
საუბარია, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელებზე, რომლემაც გაფრთხილების მიზნით თეთრ ხიდზე სტიკერები დააკრეს.

"ქუთაისის ცენტრი სავსეა წარწერებით: "ვიბარებთ თმებს", " ვაქირავებ ბინას ორ სტუდენტ გოგონაზე" მოვამზადებ გიტარაში, ჭადრაკში, ნარდში , დომინოში", "ვარჩევ შავს და თეთრს" "ვხსნი ჯადოს", "სლავა კაპეესეს!" "არა კაპიტალიზმს" "ვიცი 25 სადღეგრძელო თავის ცეკვა-თამაშით"...ამ პირობებში, ახალი რენესანსის შემოქმედმა, მხატვრების მუზამ, ექსპერტმა ცისფერყანწელების და ნიკოლაძეების საკითხებში, ხიდების მშენებელ-რეაბილიტოლოგმა და მკვდრებთან მოლაპარაკე ქუთაისის მერმა ჭიღვარიამ თეთრ ხიდზე გამაფრთხილებელი 4 სტიკერის გაკვრის გამო 500 ლარით დაგვაჯარიმა", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა "სახიფათოა"  ორენოვანი სტიკერი თეთრ ხიდზე რამდენი კვირის წინ გააკრეს. 

მერიამ კი ორგანიზაცია ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო სასამართლოში უჩივლა, რომელმაც 500 ლარით დაჯარიმა. 

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

მერიასა და კომპნიას შორის ხელშეკრულება  გასული წლის 24 მაისს  435 997 ლარზე გაფორმდა.  მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას 290 000 ლარამდე დაერიცხა. აქედან, 180 000 ლარი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო უკან უნდა  დააბრუნოს.

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხუთვიანი ლოდინის შემდეგ ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა.



Print