ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალი აშენდება
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალი აშენდება. მშენებლობას ევროკავშირი 61.5 მლნ ევროთი დააფინანსებს.
ინფორმაციას ამის შესახებ avianews.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში ავიატვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ყოველწლიურად მატების გამო, სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს , რომელიც 2019 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ბიუჯეტი 60 მლნ ლარია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ერთდროულად 7 რეისის შესრულება იქნება შესაძლებელი. განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.


Print
თეგები: #აეროპორტი