ახალი ამბები
თეთრი ხიდის ლითონის ზედაპირი მოიყინა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული თეთრი ხიდის ლითონის ზედაპირი მოიყინა.

„მოაჯირს თუ არ მოკიდე ხელი შეიძლება მოსრიალდე და წაიქცე", – ამბობს ქუთაისელი ნათელა გურგენიძე.





ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

მერიასა და კომპნიას შორის ხელშეკრულება  გასული წლის 24 მაისს  435 997 ლარზე გაფორმდა.  მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას 290 000 ლარამდე დაერიცხა. აქედან, 180 000 ლარი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო უკან უნდა  დააბრუნოს. 

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხუთვიანი ლოდინის შემდეგ ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი


რას ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)
Print