ახალი ამბები
წითელას აცრა ყველასთვის უფასო იქნება
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, ხოლო შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტებულია 10 გლობალური საშიშროება, რომელიც კაცობრიობას ემუქრება. სიაში პირველად მოხვდა მიდგომა, რომელიც ვაქცინაციაზე გააზრებული უარის თქმისკენ მოუწოდებს.

imedinews.ge
Print