ახალი ამბები
„გაზის მილები ხშირად ზიანდება“ - ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, კორპუსებში გაზი პლასტმასის მილებითაა შეყვანილი.ადგილობრივები ამბობენ, რომ მრიცხველები გარე ფასადზე 6 წლის წინ დაამონტაჟეს და მიუხედავად მოთხოვნისა, კორპუსი რკინის მილებით არ გაზიფიცირდა.

წლების მანძილზე კი მილები ხშირად ზიანდება, კომპანიის წარმომადგენლები კი დაზიანებულ ადგილებს წებოვანი ლენტით ფუთავენ.ბალანჩივაძის მცხოვრებლების თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა აუხსნეს რომ ეს იყო ექსპერიმენტი.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

Print