ახალი ამბები
ქუთაისის მერია სასკოლო ინტელექტუალური თამაშების ჩატარებისთვის ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია სასკოლო ინტელექტუალური თამაშების ორგანიზებისთვის ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ღირებულება 3000 ლარს შეადგენს.

წინდადებების მიღება 28 იანვარს იწყება და 31-ში სრულდება.

აღნიშნული თამაშები ქუთაისის მინიმუმ 30 საჯარო და კერძო სკოლაში უნდა ჩატარდეს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შემსრულებელმა ორჯერ უნდა ჩაატაროს თამაში და ჯამში 120 შეკითხვა მოამზადოს.

თამაშზე დასმული კითხვა უნდა შეესაბამებოდეს მონაწილეთა ასაკობრივ შესაძლებლობებს. 15 კითხვა - ლიტერატურის სფეროდან, 15 კითხვა - მათემატიკის, 15 კითხვა - ისტორიის, 15 კითხვა - გეოგრაფიის, 10 კითხვა - ქიმიის, 10 კითხვა ფიზიკის, 10 კითხვა ბიოლოგიის, 15 - ხელოვნების, 15 კითხვა - ზოგადი განათლების სფეროდან.

გამოვლინება სამი გამარჯვებული გუნდი.

Print