ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის საელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები გამოცხადდა.

არჩევნები 2019 წლის 22 თებერვალს ტარდება. კანდიდატთა რეგისტრაცია 14-21 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. რეგისტრაცია 2019 წლის 8 იანვარს დაიწყო და 2019 წლის 21 იანვარს 15:00 საათზე დასრულდება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს, გიორგი ღავთაძეს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი არ შეუტანია. ის რექტორის პოსტზე ორჯერ არის არჩეული. რექტორის არჩევნები წერეთლის უნივერსიტეტში ბოლოს 2015 წელს ჩატარდა. 
Print