ახალი ამბები
ქუთაისში ეზოდან მიკროავტობუსი მოიპარეს
FaceBook
ქუთაისში ე.წ. საღორიის უბანში მოქალაქეს მიკროავტუბუსი მოპარეს.
როგორც დაზარალებული ყვება, მიკროავტობუსი საერთო საცხოვრებლის ეზოში ჩვეულებრივ საღამოს დააპარკინგა, დილით კი აღარ დახვდა.

"ახალი ნაყიდი მყავდა მარშუტი ბიზნესისთვის და ვიღაცამ ისე მომპარა, ვერაფერი გავიგეთ," - ამბობს დაზარალებული ვ.თ

დაზარალებული ახალი მარშუტის შეძენამდე ძველი მარშუტით დადიოიდა და სხვადასხვა
უბანში პროდუქტს ადგილზე მიტანით ჰყიდდა.

შსს-ს ინფორმაციით ჩატარებული საგამოძიენო ღონისძიებების შედეგად მიკროავტობუსი იპოვეს. მათი ინფორმაციით მიკროავტობუსი დაზიანებული არ არის. გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე. მას პატრონს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაუბრუნებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177- ე მუხლით მიმდინარეობს.
Print