ახალი ამბები
იმერეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია დაიწყო
FaceBook
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია იმერეთშიც დაიწყო. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში პაციენტები სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ.

რეგიონში პირველი აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით 250–მდე პაციენტმა C ჰეპატიტზე უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა. პარალელურად სამედიცინო დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა. დილის 10 საათიდან 5 საათამდე მომსახურება 300–ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო. პაციენტებმა ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინონ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.
Print