ახალი ამბები
ქუთაისს 180 გიდი და ტუროპერატორი ეწვევა
FaceBook
ქუთაისის ტურიზმის ცენტრი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესს უმასპინძლებს.
კონგრესის ფარგლებში ქალაქს 180 გიდი და ტუროპერატორი ეწვევა, რომლებიც ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.

საქართველო ტურიზმის სფეროს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. ამასთანავე, პირველი ქვეყანაა ამიერკავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში, (გარდა ესტონეთისა), რომელსაც საშუალება მიეცა ემასპინძლა ამ ღონისძიებისთვის.

საქართველო კონგრესის მასპინძელ ქვეყნად 2017 წელს აირჩიეს. არჩევნებში, 90–მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

კონგრესის ფარგლებში სტუმრები ქუთაისთან ერთად მოინახულებენ წყალტუბოს, ბათუმსა და მაღალმთიან აჭარას.

შემდეგ კი ჩავლენ მცხეთაში, კახეთში, გორში, ბორჯომსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც გაეცნობიან ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს.


Print