ახალი ამბები
ქუთაისში ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი ეკურთხა
FaceBook
ქუთაისის ცენტრში ორსართულიანი ტაძარი ქუთაის – გაენათის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე კალისტრატემ აკურთხა.
ტაძრის კურთხევას ეპარქიის მღვდელმსახურები და მრევლი ესწრებოდა.

ტაძრის პირველი სართული, რომელიც ბაგრატ მესამის სახელზე აშენდა, ბაზილიკური სტილისაა, მეორე სართული კი დავით აღმაშენებლის სახელობის, ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა.

ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო.

მისი მშენებლობის იდეა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.

ტაძრის მშენებლობისთვის ეპარქიას ცენტრალურ მოედანზე, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.


როგორია გამოიყურება ტაძარი, ფოტოები ნახეთ აქ.
Print