ახალი ამბები
"სოკარ ჯორჯია გაზი" - ქუთაისში გაზის შემოწმებას ასობით მოქალაქე ითხოვს
FaceBook
რამდენად უსაფრთხოდაა დამონტაჟებული გაზის გამათბობელი მოწყობილებობი ქუთაისში - ამის გასარკვევად "სოკარ ჯორჯია გაზში" თბილისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ასობით მოქალაქე რეკავს.
კომპანიის იმერეთის რეგიონის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ალექსანდრე გაბრიჩიძის თქმით, კომპანიის თანამშრომლები ადგილობრივების მოთხოვნების შესაბამისად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

"როცა მივდივართ გამოძახების შემდეგ აბონენტთან, მათ ვუგვარებთ პრობლემებს. თუმცა არის გარკვეული რთულად აღმოსაფხვრელი ხარვეზები ბუნებრივი აირის მოხმარებისა და დამონტაჟების კუთხით. მაგალითად, ჩვენს მიერ მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ მომხმარებელი თავად აგებს პასუხს ყველა იმ ხელსაწყოზე, რომელიც სახლში თავისივე სურვილით იყიდა და თვითნებურად აქვს  დაყენებული. შესაბამისად, დამონტაჟების წესს ამ დროს ვერ აკონტროლებს გაზის მეურნეობა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ  წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ ", - განაცხადა მედიარუმში ალექსანდრე გაბრიჩიძემ.

მისივე განმარტებით, ქალაქში არაკვალიფიციური სპეციალისტებია მომრავლებული, რომლებიც თვითნებურად აყენებენ გაზის ხელსაწყოებს და არ იცავენ დამონტაჟების წესებს.

"სოკარ ჯორჯია გაზის" მონაცემებით, ქუთაისში გაზის  მოწყობილობების უსაფრხოების შემოწმების მიზნით წელიწადში, საშუალოდ,
3000-3500 გამოძახება ფიქსირდება.


ამავე თემაზე:

როგორ დავიცვათ თავი გაზის გაჟონვისას – სპეციალისტის რჩევები
Print