ახალი ამბები
“დარისპანის გასაჭირი“ - პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში
FaceBook
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

წარმოდგენილი იქნება კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძის ოპერა "დარისპანის გასაჭირი" (ახალი ვერსია;ვარლამ ნიკოლაძის ლიბრეტო, დავით კლდიაშვილის ერთსახელიანი პიესის მიხედვით).

სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ ლევან ჯაგაევის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორმაისტერ ირინე ლომინაძის შემადგენლობით.

ოპერის ახალი ვერსია, რომელიც ამჯერად იქნება წარმოდგენილი,გიორგი ჩლაიძემ შექმნა 2010 წელს. ოპერის პარტიტურა მნიშვნელოვნად გადახალისდა, დაემატა ქალთა გუნდი, დარისპანის ორი არიისთვის – "დარისპანის ჩივილი" და "დარისპანის მოთქმა".

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, მთავარ პარტიებს შეასრულებენ თეატრის სოლისტები: ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე(მართა), ნათია სტეფანიშვილი(პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო).

გიორგი ჩლაიძის ოპერის "დარისპანის გასაჭირის" მსოფლიო პრემიერა 1977 წელს სწორედ ქუთაისის ოპერის თეატრში შედგა.

"დარისპანის გასაჭირის" დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პრემიერა 25იანვარს 19 საათზე გაიმართება. 

Print