ახალი ამბები
ქუთაისში წითელას დიაგნოზით მომართვიანობა გაზრდილია
FaceBook
ქუთაისში წითელას დიაგნოზით მომართვიანობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

მრავალპროფილურ კლინიკა ,,მედიაქალ სითის" იანვრის თვეში 57 პაციენტმა მიმართა. ამჟამად საავადმყოფოში ათი პაციენტი მკურნალობს. ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ამჯერად წითელას შემთხვევები არამარტო პატარებში, არამედ მოზრდილთა ასაკშიც გახშირდა და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვებში. ექიმი ვარაუდობს, რომ გაზაფხულისთვის წითელას შემთხვევები გახშირდება და თებერვალი - მარტის თვეში შესაძლოა პიკს მიაღწიოს. ნუგზარ მაღლაკელიძის განმარტებით, პარალელურად გრიპის ვირუსით მომართვიანობამ იკლო.
Print