ახალი ამბები
ქუთაისი -თბილისის გზაზე ტრაილერი სავალი გზიდან გადავარდა
FaceBook
თბილისი-ქუთაისის გზაზე,  მდინარე წყალწითელასთან, ავარია მოხდა.

ტრაილერი მსუბუქი ავტომობილს შეჯახა, რის შემდეგაც ტრაილერი სავალი გზიდან გადავიდა.

ტრაილერში მყოფმა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში.

მსუბუქ ავტომობილში არავინ დაშავებულა. 

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ფოტო: ლევან ჭანჭალეიშვილი
Print