ახალი ამბები
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ავტოავარიის ადგილას, „ჭკვიანი კამერები“ დამონტაჟდება
FaceBook
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, სადაც 15 იანვარს ავტოავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ე.წ ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება.

„ქუთაისიპოსტს“ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურის განმარტებით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კამერების დამონტაჟება აქამდეც იგეგმებოდა. 

16 იანვარს შემთხვევის ადგილას გამართულ სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობაზე მოქალაქეები მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციებს იმ უწყებებისგან ითხოვდნენ, რომელთა ვალდებულებაც საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი შემთხვევა დასრულდა ფატალურად, თუმცა, რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი.

ქუ­თა­ი­სი-წყალ­ტუ­ბოს გზა­ზე მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი 19-21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ.

Print