ახალი ამბები
გლოვის დღესათან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში დროშა დაუშვეს
FaceBook
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გუშინ, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიიღო. ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის ქუთაისში, დაუშვეს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

16 იანვარს დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.

დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან 6 ბავშვია. ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print