ახალი ამბები
17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ბოლო ინფორმაციით, 16 იანვარს დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.

დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან 6 ბავშვია. ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print