ახალი ამბები
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ექსპერტი დაიკითხა
FaceBook
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, დავით გველესიანი დისტანციური წესით დაიკითხა.
ექსპერტმა მის მიერ ჩატარებულ პირველ და მეორე დასკვნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პირველი დასკვნა მან გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე შეადგინა, სადაც საუბარია მერაბ კვირიკაშვილის მიერ არასწორ მანევრზე. ამასთანავე, დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მერაბ კვირიკაშვილისთვის, როგორც მძღოლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.

რადიკალურად განსხვავებული დასკვნა დადო დავით გველესიანმა განმეორებითი ექსპერტიზის დროს. მას შემდეგ, რაც საქმეში გამოჩნდა ღია ფერის დაუდგენელი ავტომობილი, რომელმაც დაცვის მხარის მტკიცებით დაბრკოლება შეუქმნა მერაბ კვირიკაშვილს და მანევრის გაკეთება აიძულა.

ექსპერტმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მეორე დასკვნის მომზადების დროს მან საქმის მასალები შეისწავლა, სადაც იკვეთება, რომ მძღოლს გზაზე დაბრკოლება შეექმნა.

მომდევნო პროცესზე პროკურატურა იმ გამომძიებელს დაკითხავს, რომლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნა დაიწერა.

2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

Print