ახალი ამბები
ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ყინულის მოედნიდან წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, სადაც 15 იანვარს ავტოავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

მოქალაქეები მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციებს იმ უწყებებისგან ითხოვენ, რომელთა ვალდებულებაც საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.



როგორც აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი შემთხვევა დასრულდა ფატალურად, თუმცა,  რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი.

"ერთი წლის განმავლობაში 20-მდე ადამიანი შავდება სტატისტიკურად, შვიდამდე იღუპება და ასე გრძელდება წლებია. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებას და დღესვე შეგვაქვს წერილი საგზაო დეპარტამენტში მიიღოს ყველა ზომა და დაარეგულირონ მოძრაობის უსაფრთხოება. შეიძლება ეს იყოს მწოლიარე თუ ცოცხალი პოლიეცელი და ა.შ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აკაკი საღინაძე.

მსვლელობის მონაწილეებმა შემთხვევის ადგილას ავტოავარიაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.



Print