ახალი ამბები
დაარეგულირე სიცოცხლისთვის! – აქცია–მსვლელობა ქუთაისში
FaceBook
დღეს, 16 იანვარს, 12:00 საათზე, მოქალაქეები ქუთაისის ყინულის მოედანთან შეიკრიბებიან, ხოლო 12:30 საათზე სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობას გამართავენ უბედური შემთხვევის ადგილამდე, სადაც 15 იანვარს წყალტუბო ქუთაისის გზაზე ავარიას სამი მოზარდი ემსხვერპლა.

მოქალაქეები მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციების მოითხოვენ იმ უწყებებისგან, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

როგორც აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არცერთი ნიშანი.

მსვლელობაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილებით, ასევე, ადგილზე მობილიზებული იქნება უფასო ავტობუსი ქვეითებისთვის: "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 12:30 სთ-ზე დავიძრებით და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას ადგილზე, ყვავილებითა და პოსტერებით."

მოქალაქეები 13:00 საათზე ტრაგედიის ადგილზე დიდი ბანერის, ყვავილებისა და სანთლების მიტანას აპირებენ. ტრაგედიის ადგილასვე გაკეთდება მათი საგანგებო განცხადება, რომლის შემდეგაც ერთად მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას:
Print