ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაცია გუბერნატორის მიერ დეკლარაციის არასრულად შევსებაზე განმარტებას აკეთებს
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანია, რომელიც მხარის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, აღარ არსებობს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით კი შპს "ანსალთეს", რომლის 100%–იანი წილის მფლობელი მისი მეუღლე, ეკატერინე ბარბაქაძეა, ამ დრომდე აქტიურის სტატუსი აქვს.



"არასაცხოვრებელი ფართი შემდეგ მისამართზე-რუსთავი, აგრარული ბაზარი, ფართობი 18.00 კვ.მ სადაც დარეგისტრირებული იყო შპს ,,ანსალთე,, დღეის მდგომარეობით არ არსებობს", - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

მხარის გუბერნატორის მიერ არასრულად შევსებული დეკლარაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" კვლევაში მოხვდა. კვლევის მიხედვით, მხარის გუბერნატორმა მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანია დეკლარაციაში არ მიუთითა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ  იმერეთის მხარის რწმუნებულის გარდა, სხვა რეგიონების გუბერნატორებისა და მათი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციებიც შეისწავლა.

იმ პირთა სია, რომლებმაც დეკლარაციები არასრულად შეავსეს,  უკვე გადაეგზავნა საჯარო სამსახურის  ეროვნულ ბიუროს.

კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად.

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"" კანონის კიხედვით, საჯარო პირი ვალდებულია მიუთითოს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავ – მოძრავი იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, პირი დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 1000 ლარით ჯარიმდება.

ამავე თემაზე:

იმერეთის გუბერნატორი, შესაძლოა,  დააჯარიმონ
Print